დღეს დილით საქართველოს საზღვართან მიწისძვრა ისევ განმეორდა

დღეს დილით საქართველოს საზღვართან მიწისძვრა ისევ განმეორდასაქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა –  საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 8 კილომეტრში. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები დილის 8 საათისთვის იგრძნობოდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3,9 მაგნიტუდა იყო.

მიწისძვრა მოხდა ღამითაც, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან. ბიძგები საქართველოს საზღვრიდან 28 კილომეტრში, აზერბაიჯანში მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 5.6 მაგნიტუდა იყო.