“ევროპული საქართველო” მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა შავგულიძეს ასახელებს

"ევროპული საქართველო" მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა შავგულიძეს ასახელებს„დღეს ევროპული საქართველოს და საპარლამენტო უმცირესობის სახელით მინდა, შევთავაზო საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურად ჩვენს საზოგადოებას შალვა შავგულიძე,“ – ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, გააკეთა.

დავით ბაქრაძე მმართველი გუნდის მიერ ახალი პროკურორის დახურულ კარს მიღმა შერჩევას აკრიტიკებს. ბაქრაძის განცხადებით, ზაზა სარალიძის მოთხოვნებს სრულად იზიარებენ და სწორედ ამიტომ სთავაზობენ დამატებით ინიციატივას.