ვაკის პარკში ნინო ლომჯარიას აგინეს

ვაკის პარკში ნინო ლომჯარიას აგინესცოტა ხნის წინ ზაზა სარალიძემ სახალხო დამცველთან ერთად ვაკის პარკი დატოვა. მან განაცხადა რომ დაიღალა და სახლში მიდის.

ნინო ლომჯარიას აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ომბუდსმენმა ვაკის პარკი დატოვა. მასთან ერთად ვაკის პარკი ტერიტორია დატოვა ზაზა სარალიძემაც, რომელიც ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და მცირე ხნით ბორდიურზე ჩამოჯდა.

როგორც ომბუდსმენი ამბობს, მან არ იცის, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც მას შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან ის განმარტავს, რომ ზაზა სარალიძესთან სამართლებრივ საკითხებზე საუბრობდა, როდესაც ინციდენტი მოხდა.

„აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ -აქცია ვაკის პარკში ამ ლოზუნგით მიმდინარეობს.

საზოგადოების ნაწილი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სწორედ პოლიტიკური მოტივებით ემიჯნება. აქციას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის ოჯახების სოლიდარობის ნიშნად იმართება, უერთდება სტუდენტთა ნაწილიც.

რუსთავი 2