ზვიად დევდარიანი 8 ქალის წინააღმდეგ – “2 დღეში დავასახელებთ იმ პირებს, ვინც მიზანმიმართული კამპანია დაგეგმა”

ზვიად დევდარიანი 8 ქალის წინააღმდეგ - "2 დღეში დავასახელებთ იმ პირებს, ვინც მიზანმიმართული კამპანია დაგეგმა”CIDA-ს ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი პატივისა და ღირსების შელახვისთვის 8 ქალს უჩივლებს. ამის შესახებ მან და მისმა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს, სახალხო დამცველის ოფისის დატოვების შემდეგ ისაუბრეს.

“ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, ხელი შეუწყო ამ ინფორმაციის ტირაჟირებას, თუ როგორ დაიგეგმა ეს კამპანია, ვის ინტერესებში იყო და, შესაბამისად, მკაცრად მოვთხოვთ პასუხს კანონით დადგენილი წესით… 2 დღეში დავასახელებთ იმ პირებს, რომლებმაც ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია დაგეგმეს”, – განაცხადა გაბუნიამ.

მას არ დაუკონკრეტებია სახელები და გვარები, თუ ვის წინააღმდეგაც აპირებენ ჩივილს.

ნიუპოსტი