ზვიად კუპრავას ინფორმაციით, აქციაზე გიორგი გახარია აპირებს მისვლას

ზვიად კუპრავას ინფორმაციით, აქციაზე გიორგი გახარია აპირებს მისვლასზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორის ზვიად კუპრავას ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, შს მინისტრი გიორგი გახარია აპირებს მისვლას.

როგორც ზვიად კუპრავამ აღნიშნა, აქციის ორგანიზატორებისთვის ცნობილი გახდა ეს ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია მივა პარლამენტის შენობასთან. კუპრავამ ყველა შვილმკვდარ ოჯახს მიმართა მიკროფონთან მივიდეს, რადგან მათ კრიტიკული კითხვების დასმის საშუალება ექნებათ შს მინისტრთან.

„ჩახედოს მან შვილმკვდარ მშობლებს თვალებში და გასცეს კითხვებს პასუხი, გასცეს ზაზას პასუხი, გასცეს პასუხი მაჩალიკაშვილს“, – განაცხადა კუპრავამ.