ზვიად კუპრავა – ”ზაზა სარალიძე აქციაზე 10 საათისთვის მოვა – მას 2 მანქანა გავუგზავნე”

ზვიად კუპრავა - ”ზაზა სარალიძე აქციაზე 10 საათისთვის მოვა - მას 2 მანქანა გავუგზავნე”ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ ზაზა სარალიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 22:00 საათამდე მივა. მისი თქმით, სარალიძესთან მანქანები უკვე გაგზავნა და მას საკუთარი სახლიდან მოიყვანენ.

კუპრავას ინფორმაციით, ზაზა სარალიძე 18:00 საათზე იმიტომ არ მივიდა რუსთაველის გამზირზე, რომ მეუღლე ჰყავდა შეუძლოდ. ზვიად კუპრავამ სარალიძესთან მისი კომუნიკაციის დასტურად მედიას sms მიმოწერაც აჩვენა და თქვა, რომ სარალიძე მათ თანამოაზრედ რჩება.

SMS-ის მიმოწერა კი ასეთია:

“ზაზა სარალიძე: ნათია ცუდადაა, საწრაფო მყავდა, 09:30-სთვის მანქანები გამოუშვი, ოხრად არიან აქ. ჩემი ხოდით ვერ გამოვალ.

ზვიად კუპრავა: ოკ. ზაზა სარალიძე: ორი ეკიპაჟი”.

იმედინიუსი