თამაზ ჭეიშვილი: „საგიჟეთში გვიხდება დაბადება და დაბერება 180 ლარად!“

თამაზ ჭეიშვილი: „საგიჟეთში გვიხდება დაბადება და დაბერება 180 ლარად!“მწერალი თამაზ ჭეიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

ხალხოოოო!აღარ მინდა რევოლუცია!არ ვარ მე ,,ბალშევიკი,, ლენინი და გადარეული რობე სპიერი! შეიძლება 30 წელი რევოლუციაში იცხოვროოო კაცმა?!!!
რა დაიმსახურეს ასეთი გასაგიჟებელი და სანუკვარი,ფრანგებმა,ნორვეგიელებმა,გერმანელებმა,ჰოლანდიელებმა… ბედნიერად და სანეტაროდ რომ არიან,უკუნითი უკუნისამდე?! ჩვენ კი რატომღაც საგიჟეთში გვიხდება დაბადება და დაბერება 180 ლარად!
რაც გავნთავისუფლდით (ვითომ გავნთავისუფლდით?) მას შემდეგ სულ ვცმუკავთ,ვერ მოვისვენეთ! რა ბაღლინჯო და რწყილი შეგვიძვრა ამისთანა,30 წელი რომ გვიღიტინებს, გვკბენს , არ გვასვენებს ?!
დამაყარეთ დუსტი, ქრისტიანები არ ხართ,იქნებ გაიჟუჟოს ეს მკბენარები და დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ საგიჟეთი და გაუთავებელი ,,ქართული ჰევი მეტალ როკ კლუბი,,?!
ჰკითხეთ ერთი ვინმემ მაგ ჩემი ცოდვით სავსე კაკულიას ხედავს რამეს სასიკეთოოს?!!!

ნატანჯი თამაზ ჭეიშვილი