თინა ხიდაშელი – “ჩემს ძმას სუსში არასდროს უმუშავია და პოლიციიდან ოქრუაშვილმა გამოუშვა”

თინა ხიდაშელი - "ჩემს ძმას სუსში არასდროს უმუშავია და პოლიციიდან ოქრუაშვილმა გამოუშვა"ზვიად კუპრავამ მიტინგზე განაცხადა, რომ თინა ხიდაშელის ძმამ მიაწოდა ინფორმაცია იმაზე, რომ იგეგმება ზაზა სარალიძეზე თავდასხმა.

რამდენიმე წუთის წინ თინა ხიდაშელმა ფეისბუქში დაწერა:

“ბევრმა ადამიანმა მომწერა კუპრავას განცხადებაზე. მოკლე კომენტარი:
1. არაფერი ვიცი იმაზე რასაც ამბობს.
2. სხვადასხვა მიზეზის გამო, პრაქტიკულად არ მაქვს მიშასთან (ანუ ჩემს ძმასთან) ურთიერთობა.
3. ვერ ვხედავ ვიდეოში რა ხდება და ამიტომ არ ვიცი ის არის თუ არა გადაღებული. უბრალოდ არ ჩანს თორემ მამა ერთი გვყავდა და ამოვიცნობდი აუცილებლად თინა ხიდაშელი - "ჩემს ძმას სუსში არასდროს უმუშავია და პოლიციიდან ოქრუაშვილმა გამოუშვა"
4. აქვე ინფორმაციისთვის, სუსში არასოდეს უმუშავია, და პოლიციიდან ოქრუაშვილის მინისტრობის დროს გაათავისუფლეს.
5. ზოგადად, მე თუ მკითხვათ, მე მის სიტყვებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
6. მედიის საყურადღებოდ, ტელეფონის ნომერი არ ვიცი.”