თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლათურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გედიზი-ქუთაჰიას გზის 22-ე კილომეტრზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავარდა.
საქართველოს მოქალაქის ცხედარი გედიზის პროზექტურაშია გადასვენებული.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

ინტერპრესნიუსი