“ივანიშვილი ზის თავის შამანთან ერთად და შემცვლელს ეძებს, პრემიერს ისედაც გაგდებას უპირებდნენ”- კუპრავა

"ივანიშვილი ზის თავის შამანთან ერთად და შემცვლელს ეძებს, პრემიერს ისედაც გაგდებას უპირებდნენ"- კუპრავაზვიად კუპრავასთვის გაუგებარია ვის გულისხმობს პრემიერი ანგაჟირებულ პირებში, მისი თქმით სამარცხვინოა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში არსებულ გლობალურ პრობლემაზე, რაც არის უსამართლობა და სახელმწიფოს ძალმომრეობითი სისტემა ასე საუბრობს და პოლიტიკურად ანგაჟირებულ პროცესს უწოდებს:

„პრემიერ-მინისტრი როდესაც არ ვარგა, თუ უნდა ანგაჟირებული დაარქვას და რაც უნდა ის დაარქვას, პრემიერი არ ვარგა და 50 ათას ადამიანს ანგაჟირებულს დაგვარქმევს თუ გულწრფელად მოსულს, მის სიტყვებს ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს. 31 მაისს პრემიერ-მინისტრი დამთავრდა აქ, კიბეებზე, როდესაც პრემიერი ხალხმა არ მიიღო და ყვირილი დაუწყო. იმ დღეს ჩამოიშალა და ფორმალობად დარჩა, ბიძინა ივანიშილი ზის ალბათ თავის შამანთან ერთად და ახალ შემცვლელს ეძებს, ისედაც გაგდებას უპირებდნენ ამ საცოდავს და ახლა კიდევ დაჩქარდა პროცესები.“- განაცხადა კუპრავამ.

კუპრავას თქმით, აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, იმისთვის რომ რეალურად ხალხის რჩეული პოლიტიკოსები მოვიდნენ ხელისუფლებაში.

„რა მნიშვნელობა აქვს კვირიკაშვილი 2 და ღარიბაშვილი 2 მოვა თუ არა, ეს პარლამენტი ვერავის ვერ ნიშნავს, ნიშნავს ის კაცი ზევიდან. ვისაც ჩაუგდებს ტოპკას, პარლამენტი უნიშნავს პრემიერმინისტრს. ამიტომ დავაყენე ვადამდელი არჩევნების საკითხი. ეს პარლამენტი ვისაც დანიშნავს, ყველა კვირიკაშვილი და ღარიბაშვილი იქნება. ცხადია პარლამენტი უნდა იქნას დათხოვნილი, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხალხი ვისაც აირჩევს ის იქნება ქვეყნის მმართველი.“- აღნიშნა კუპრავამ.

წამყვანის კითხვაზე, რომ ამ ვადებში, კონსტიტუციურად ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა პრეზიდენტის მიერ შეუძლებელია, „ქართული ოცნება“ კი თვითლიკვიდაციაზე არ წავა. ზვიად კუპრავამ უპასუხა, რომ მთავარია ხალხი რას გადაწყვეტს:

„ესენი არ წავლენ თვითლიკვიდაციაზე ამათ ვინ ეკითხება, შოთაძის

გადაყენებაზეც არ მიდიოდნენ და გადავაყენეთ შოთაძე, მთავარია ხალხის აზრი და რას ითხოვს ხალხი. ესენი თუ მიუშვი ამათ საყდრისი ააფეთქეს და ბარბარე რაფალიანცი მოკლეს. მაჩალიკაშვილის ტრაგედია გვაქვს და სარალიძის ტრაგედია გვაქვს და ათასი უბედურება გვაქვს. მთავარია ხალხს რა უნდა.“- გაანცხადა კუპრავამ.

ნიუპოსტი