კატარს ნატოში გაწევრიანება სურს

კატარს ნატოში გაწევრიანება სურსჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა კიდევ ერთ ქვეყანას სურს. ამჯერად ლაპარაკია კატარზე. ამის შესახებ businesstimes-ი წერს.

ქვეყნის სურვილი კატარის მთავრობის ვიცე პრემიერმინისტრმა და სახელმწიფო მინისტრმა თავდაცვის საკითხებში ხალიდ ბინ მოჰამედ ალ ატიჰამ გაახმოვანა.

ნატოში გაწევრიანების მსურველი კატარი დღეს გახდა რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა შეიარაღების ხარისხის თვალსაზრისით.

ნატო გაფართოებას განაგრძობს.

2015 წელს ბრიუსელის მინისტერიალზე მონტენეგრომ ნატოსგან ალიანსის წევრობაზე მიწვევა მიიღო, ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს ნატოს გაფართოების პირველი შემთხვევაა. „ვულოცავთ მონტენეგროს. ეს არის ძალიან ლამაზი კავშირის დასაწყისი”, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 2015 წლის დეკემბრიდან მონტენეგრო ნატოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში იყო, 2017 წლის 5 ივნისს კი 29-ე წევრი ოფიციალურად გახდა.

იმედინიუსი