კიმი სინგაპურში ჩავიდა

კიმი სინგაპურში ჩავიდაჩრდილოეთ კორეის ლიდერი სინგაპურში ჩავიდა. კომპანია „ეარ ჩაინას“ თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ჩრდილო კორეის ლიდერი იმყოფებოდა, ჩანგის აეროპორტში რამდენიმე საათის წინ დაეშვა.

ისტორიული ვიზიტისთვის სინგაპურში მიემგზავრება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 12 ივნისს შეხვდებიან. ისტორიული მოლაპარაკებები, შესაძლოა, ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელდეს.

დასავლური მედია წერს, რომ პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, ოფიციალური ვაშინგტონი ფხენიანში საელჩოს გახსნის შესაძლებლობასაც განიხილავს.

ნიუპოსტი