კლემან ლენგლე ივლისში ბარსელონას ფეხბურთელი გახდება

კლემან ლენგლე ივლისში ბარსელონას ფეხბურთელი გახდებაფრანგი მცველი კლემან ლენგლე რომელიც ამჟამად სევილიას ღირსებას იცავს, ივლისის დასაწყისში ბარსელონას ფეხბურთელი გახდება. ლენგლემ სევილიაში კარგი სეზონი ჩაატარა, რის შემდეგაც ბარსელონას ყურადღება დაიმსახურა.

ლენგლემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ბარსელონაში თამაში მისი ოცნებაა და ის ამ ოცნების ასრულებისთვის ყველაფერს გააკეთებს. სევილიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს რომ ლენგლე მალე ბარსელონას საკუთრება გახდება.