ლუკა ფეიქრიშვილთან გახარიას მოადგილე ავიდა და სახურავიდან ჩამოიყვანა

ლუკა ფეიქრიშვილთან გახარიას მოადგილე ავიდა და სახურავიდან ჩამოიყვანარამდენიმე წუთის წინ ლუკა ფეიქრიშვილი სახურავიდან ჩამოვიდა.

ის კუს ტბის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი შენობიდან გადახტომით იმუქრებოდა. ის შს მინისტრ გიორგი გახარიასთან და საპატრულოს უფროსთან თემურ კუპატაძესთან შეხვედრას ითხოვდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარება მივიდა. მოლაპარაკების შემდეგ, მასთან შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე მივიდა. მოადგილის თხოვნით ის ჩამოვიდა შენობიდან.

როგორც თავად ამბობს, ვაჟა-ფშაველას მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციამ გააჩერა პარლამენტის წინ, ზვიად კუპრავას ორგანიზებულ აქციაზე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მისვლა აუკრძალა. მისი თქმით, პოლიციელი მას დაკავებით დაემუქრა და 50 ლარიანი ჯარიმა დაუწერა.