მამია ბითაძის მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს

მამია ბითაძის მკვლელობისთვის 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული კ.ტ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაბა სურამში დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 29 მაისს დაბა სურამში, არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1959 წელს დაბადებულ მამია ბითაძეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. შემთხვევის ადგილიდან, ასევე, ამოღებულია გასროლილი ტყვიის მასრაც.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

იმედინიუსი