მამუკა ბახტაძე – „ცენტრ-პოინტის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე ნამყოფი არ ვარ“

მამუკა ბახტაძე - „ცენტრ-პოინტის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე ნამყოფი არ ვარ“„ცენტრ-პოინტის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე ნამყოფი არ ვარ“, – ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძე პარლამენტში ირმა ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ კომპანიაში ის სასტუმროების სექტორის განვითარების მიმართულებას ხელმძღვანელობდა.

„კომპანია ცენტრ-პოინტში ვმუშაობდი, ასევე ვმუშაობდი სასტუმროების ქსელ „რჩეულში“. ეს იყო პირველი მცდელობა, რომ საქართველოში განვითარებულიყო სასტუმროების მიმართულება.

მე დაკითხვაზე არ ვარ ნამყოფი.

ჩემი საქმიანობა ამ კომპანიაში დაკავშირებული იყო სასტუმროების სისტემის განვითარებასთან“, – განაცხადა ბახტაძემ.