მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავესმარნეულის მერი თემურ აბაზოვი დაკავებულია. როგორც „ნიუპოსტს“ პროკურატურაში განუცხადეს, ჩანიშნულია ბრიფინგი და დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.

აღსანიშნავია, რომ სავარაუდოდ აბაზოვის დაკავება გუშინ გავრცელებულ კადრებს უკავშირდება, სადაც ერთ-ერთ პირზე მორალური და სიტყვიერი ზეწოლა ხორციელდება.