მარნეულის მერს თემურ აბაზოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

მარნეულის მერს თემურ აბაზოვს წინასწარი პატიმრობა შეუფარდესმარნეულის მერს, თეიმურაზ აბაზოვს, აღკეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა გამოაცხადა. ამით მან ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

აბაზოვი მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მისი თქმით, იგი კანონმორჩილი ადამიანია და მიმალვას არ აპირებს.
„კანონი არის ჩემთვის პირველი, არც ერთხელ კანონი არ დამირღვევია. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ. კიგბოქსინგში აზერბაიჯანში ჩემპიონი გავხდი. რაც შეეხება ჩემს გაქცევას, მე მისამართიც არ ვიცოდი პროკურორი სად იყო და ვითხოვე, ამიხსენით მეთქი და არ მივმალულვარ. ვახშამზე ვიყავი და განრიგიც კი შევცვალე, რომ 12:00 საათზე პროკურატურაში ვყოფილიყავი.
ასი წელიც რომ მომისაჯონ, კანონს დავემორჩილები. გამორიცხულია ჩემი გაქცევა. ჩემი დაკავებით გაოგნებული ვარ. ჩართული ვარ გამოძიების პროცესში. დღე და ღამე მარნეულში ვმუშაობდი კანონის ფარგლებში. გეფიცებით, ქალბატონო მოსამართლე, საკრებულოს თავმჯდომარეც კი დავაჯრიმე, როცა დასაჯარიმებელი იყო. არავის თხოვნას არ ვითვალისწინებდი“, – აღნიშნა თეიმურაზ აბაზოვმა პროცესზე.
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.
სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. როგორც სტუდია “მონიტორის” სიუჟეტშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაზე ზეწოლა პარტია “ქართული ოცნების” ადგილობრივმა წარმომადგენლებმა და მარნეულის მერმა განახორციელეს.
პროკურატურამ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მარნეულის მერი დააკავა, ხოლო ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის და კიდევ 2 პირის მიმართ.
ინტერპრესნიუსი