“მე ამ საქმეში არ გავჩერდები” – პრეზიდენტის პირველი კომენტარი სარალიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ

"მე ამ საქმეში არ გავჩერდები" - პრეზიდენტის პირველი კომენტარი სარალიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგსაქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ის გაეცნო ზაზა სარალიძის პრეტენზიებს, რომელიც მას გამოძიების მისამართით აქვს.
„ბუნებრივია, მთავარი სათქმელი იყო გაზიარება იმ ტკივილის, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და, რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო. ვუერთდები, როგორც ზაზა სარალიძეს, ასევე სხვა ადამიანებს, ვისაც აქვთ გულისტკივილი, რათა მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი, ქვეყანა იყოს სიმშვიდეში. ამისთვის მე ვეურთიერთები ხელისუფლებასაც, არ დავიღლები იმ სამსახურში, რომ საქართველო იყოს ყველასთვის ის ქვეყანა, რომელში ისინი ერთდროულად პოულობენ სამართლიანობის განცდას და ამავე დროს ეს იყო სტაბილური ქვეყანა. ამ მიზნისთვის მუშაობაში არ გავჩერდები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.