მირზა სუბელიანი: მე დასაცავი არაფერი მაქვს, აქ ვარ

მირზა სუბელიანი: მე დასაცავი არაფერი მაქვს, აქ ვარხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამა, მირზა სუბელიანი, რომელსაც ზაზა სარალიძე დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს, თავის პირველ სატელევიზიო კომენტარში ამბობს, რომ მზადაა პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელიც მასთან დაკავშირებით არსებობს. მირზა სუბელიანმა კომენტარი საზოგადოებრივი მაუწყებლის საკვირაო გადაცემას მისცა.

„წამოვიყვანე ჩემი ჩვილი და გამოვაცხადე სამართალდამცავ ორგანოში. მე დასაცავი არაფერი მაქვს, აქ ვარ. თუ იქნება რაიმე კითხვის ნიშნები ჩემ მიმართ, მზად ვარ, პასუხი გავცე“ – ამბობს მირზა სუბელიანი.