მირზა სუბელიანს პატიმრობა შეეფარდა – ”თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ამ ბავშვის სიცოცხლის დაბრუნება, სიამოვნებით გავცვლიდი”

მირზა სუბელიანს პატიმრობა შეეფარდა - ”თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ამ ბავშვის სიცოცხლის დაბრუნება, სიამოვნებით გავცვლიდი”მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რითაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შემდგომი სხდომა 30 ივლისს გაიმართება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფუძველი, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს პატიმრობა.

”თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ამ ბავშვის სიცოცხლის დაბრუნება, სიამოვნებით გავცვლიდი”, – ამის შესახებ ბრალდებულმა მირზა სუბელიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის გისოსები მეორეხარისხოვანია.
„ვიზიარებ მშობლების მწუხარებას, მათ ტრაგედიას. ძალიან ბევრი ოჯახი განადგურდა“, – განაცხადა მირზა სუბელიანმა.
მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად.