მოსკოვში 3 არგენტინელ გულშემატკივარს მე-6 სართულიდან გადავარდნილი კაცი დაეცა

მოსკოვში 3 არგენტინელ გულშემატკივარს მე-6 სართულიდან გადავარდნილი კაცი დაეცამოსკოვის ცენტრში, საცხოვრებელი სახლის მე-6 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა და არგენტინის ნაკრების 3 გუშემატკივარს დაეცა.
რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი 16 ივნისს მოხდა. შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე, გამვლელებმა შეამჩნიერს, რომ მეექვსე სართულის ფანჯარაში შიშველი მამაკაცი იდგა და არაადეკვატურად იქცეოდა. შემდეგ სავარაუდოდ, წონასწორობა დაკარგა, გადმოვარდა და სამ არგენტინელ გულშემატკივარს დაეცა, რომელიც არგენტინა-ისლანდიის მატჩიდან ბრუნდებოდნენ. ორი მათგანი სააავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი უვნებელი გადარჩა.

რეანიამაციაში გადაიყვანეს გადმოავრდნილი მამაკაციც, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არგენტინელები კი თავინთი ნაკრების მომავალ თამაშამდე, საავადმყოფოს სავარაუდოდ, დატოვებენ.