“მსახიობი იყო, პარალელურად შახტაში მუშაობდა…” – ვინ არის ტყიბულში გარდაცვლილი 27 წლის ახალგაზრდა

  "მსახიობი იყო, პარალელურად შახტაში მუშაობდა..." - ვინ არის ტყიბულში გარდაცვლილი 27 წლის ახალგაზრდა27 წლის სან­დრო ბუ­ცხრი­კი­ძისა და 65 წლის ტი­მო­შა გაბ­რი­ა­ძის ოჯახი სამძიმარს იღებს. ტყიბული ქვანახშირის გარემოპოვების კარიერზე დაღუპულებს მოხდა.
ტრაგედია დღეს, გამთენიისას დატრიალდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 30 მეტრის სიღრმეზე ჩასულ მუშას ჟანგბადი არ ეყო და გონება დაკარგა, მეორე კი, მიკროშახტში მის დასახმარებლად ჩავიდა თუმცა, ისიც ადგილზე გარდაიცვალა. ტრაგიკულ შემთხვევას შეესწრო კიდევ ერთი მუშა, რომელიც საბედნიეროდ გადარჩა.
ტყი­ბუ­ლე­ლები ამბობენ, რომ შემ­თხვე­ვა გა­ზის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია.
ადგილობრივების თქმით, 27 წლის სან­დრო ბუ­ცხრი­კი­ძე თეატრის მსახიობი იყო, პარალელურად შახტაში მუშაობდა.