ნაციონალი დეპუტატი ”ოცნების” დეპუტატებმა ცემეს

ნაციონალი დეპუტატი ”ოცნების” დეპუტატებმა ცემესოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ, “ოცნების” დეპუტატებმა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი სცემეს.

ბესო ქათამაძის განცხადებით, კოლეგები მას პასუხს მის პოლიტიკურ საქმიანობასა და სოციალურ ქსელებში მის აქტივობებზე სთხოვდნენ. როგორც ის ამბობს, მას ტელეფონზე დაურეკეს და შეხვედრა სთხოვეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ:

“დამირეკეს, მითხრეს სალაპარაკო გვაქვსო, როცა შევედი დარბაზში, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი, დამესხენ თავს, მირტყამდა დაახლოებით 8 ადამიანი, თავში რაღაც მძიმე საგანი მომხვდა და გონება დავკარგე”-ამბობს ქათამაძე.

დეპუტატი ამ წუთებში ოზურგეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ცენტრის დირექტორი, დავით მდინარაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, პაციენტს თავზე ჭრილობები აღენიშნებოდა:

“პაციენტს მოყვანისასა აღენიშნებოდა სამი ჭრილობა, 1-1, 5 სანტიმეტრ სიღრმის. ერთ-ერთი იყო სისხლმდენი, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, დაედო ნაკერები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის შესაძლოა ერთ საათში ბინაზე გაეწეროს”-გვითხრა მდინარაძემ.