ნიკოლა კალინიჩი ხორვატიის ნაკრებიდან მოკვეთეს

ნიკოლა კალინიჩი ხორვატიის ნაკრებიდან მოკვეთესხორვატიის ნაკრებში სკანდალი მოხდა. ნიგერიასთან მატჩის 85-ე წუთზე ნიკოლა კალინიჩმა მოედანზე შესვლაზე უარი თქვა და ზურგის ტკივილი მოიმიზეზა.

როგორც აღმოჩნდა ხორვატმა ფეხბურთელმა უბრალოდ იზარმაცა და მოედანზე შესვლა არ ისურვა. ამის გამო ის ნაკრებიდან მოკვეთეს, რადგან ხორვატიის ნაკრების მწვრთნელის თქმით მას მსგავსი ფეხბურთელები არ სჭირდება.

კალინიჩს ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ხორვატიამ ნიგერიის ნაკრები 2:0 დაამარცხა, შემდეგი შეხვედრა კი მათ არგენტინის ნაკრებთან აქვთ.