ოზურგეთში სპეცრაზმია მობილიზებული

ოზურგეთში სპეცრაზმია მობილიზებულიოზურგეთში სპეცრაზმია მობილიზებული. სამართალდამცველების დიდი რაოდენობით მობილიზება, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას უკავშირდება. ამის შესახებ “რუსთავი 2” წერს.

ენმ-ს წევრები და მხარდამჭერები მერიასთან იკრიბებიან. სამართალდამცველები მერიის შენობასთანაც იმყოფებიან.

ოპოზიციური პარტიის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ისინი ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცემაში მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ აროშიძეს ბესო ქათამაძეზე თავდასხმისთვის 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.