პარლამენტთან ნიკა მელია დააკავეს

პარლამენტთან ნიკა მელია დააკავესრუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წევრები ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და აქციის რამდენიმე მონაწილე.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ნიკა მელიამ  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მხარდამჭერებთან ერთად გზა გადაკვეთა და  საპატრულო პოლიციის უფროს თეიმურაზ კუპატაძესთანდაკავშირება სცადა.