პოლიციამ ნიკა მელია ჯერ დააკავა, შემდეგ გამოუშვა – მამუკა ჭელიძის განცხადება

პოლიციამ ნიკა მელია ჯერ დააკავა, შემდეგ გამოუშვა - მამუკა ჭელიძის განცხადებარუსთაველის გამზირზე დაკავებებთან დაკავშრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

„რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული კანონდარღვევის 166-173-ე მუხლებით დაკავებულია ცხრა პირი. მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი. აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს წესრიგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს.

სამართალმდაცველებმა დააკავეს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია, რომელიც ასევე არღვევდა წესრიგს. სამართალდამცველებმა აღკვეთეს ნიკანორ მელიას ქმედება, ნიკანორ მელია თავისუფალია.

რუსთაველის გამზირზე დაკავებულია ყაზახეთის მოქალაქე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი. პიროვნების ინდეტიფიცირებისას მოქალაქემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მას ცივი იარაღი დანა აღმოაჩნდა,”-განაცხადა მამუკა ჭელიძემ.