პოლიციამ რუსთაველზე გზის სავალ ნაწილზე განთავსებული კარვები დაშალა

პოლიციამ რუსთაველზე გზის სავალ ნაწილზე განთავსებული კარვები დაშალადაძაბული ვითარებაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. საპატრულო პოლიცის თანამშრომლები პერიმეტრს სრულად აკონტროლებენ. სამართალმდამცველებმა კარვები გზის სავალი ნაწილიდან პარლამენტის შენობასთან გადაიტანეს.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლციის უფროსი. ინციდენტი აქციის ორ მონაწილეს შორის დაიწყო, ამის შემდეგ საპატრულო პოლიციამ დააკავა კარვებში მყოფი პირები. თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ კარვების გამო დედაქალაქში პარალიზებულია მდგომარეობა და კარვების დაშლის გადაწვეტილება მიიღეს.