პრემიერის შეხვედრა მალხაზ მაჩალიკაშვილთან დასრულდა

პრემიერის შეხვედრა მალხაზ მაჩალიკაშვილთან დასრულდასაქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სარალიძისა და მაჩალიკაშილის ადვოკატები, ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნა გუშინ საღამოს აქციის მიმდინარეობისას გაჟღერდა. დღეს პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა განცხადება, რომლშიც ნათქვამი იყო, რომ იგი შეხვედრისთვის მზად იყო, თუმცა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებთან და პოლიტიკური ფიგურების დასწრების გარეშე. რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის, ის აღნიშნულ შეხვედრაზე მხოლოდ ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ დაუშვეს.

შეგახსენებთ, ოპოზიციის ლიდერებმა დღეს მთავრობის კანცელარიასთან გააკეთეს განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ ისინი იმოქმედებდნენ ისე, როგორც გადაწყვეტდნენ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ფორმატის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.