ჟოზე მოურინიო: ”ინგლისის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია”

ჟოზე მოურინიო: ”ინგლისის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია”მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის ნაკრებზე ისაუბრა დაქ თქვა რომ ინგლისელებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლიათ, მაგრამ ამისთვის მათ იღბალი დასჭირდებათ:
”ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ბევრი ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს და მათ ნამდვილად შეუძლიათ მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენება. მოიგებენ თუ არა ისინი მსოფლიო ჩემპიონატს, ეს უკვე იღბალზეც იქნება დამოკიდებული”–განაცხადა ჟოზე მოურინიომ.
ინგლისის ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს, ტუნისის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.