რუსეთთან წაგების გამო საუდის არაბეთის ფეხბურთელებს დასჯიან

რუსეთთან წაგების გამო საუდის არაბეთის ფეხბურთელებს დასჯიანსაუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარის ადელ იზატმას თქმით, რუსეთთან წაგების გამო საუდის არაბეთის ფეხბურთელებს დასჯიან. საუბარია დისციპლინურ სასჯელზე.

იზატმას თქმით, საუდის არაბეთის გუნდი აჩვენა “აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელი შედეგი”, რომელიც არ შეესაბამება მათი მომზადების დონეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გაიხსნა. მუნდიალის პირველ შეხვედრაში მასპინძელი რუსეთის ნაკრები ლუჟნიკის სტადიონზე საუდის არაბეთის გუნდს შეხვდა და მეტოქე ანგარიშით 5:0 დაამარცხა.