რუსეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა

რუსეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში რუსეთმა საუდის არაბეთი 5:0 დაამარცხა. მუნდიალის პირველი გოლი იური გაზინსკიმ მე-12 წუთზე გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლოსკენ დენის ჩერიშევმა ტურნირის მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

საერთოდ საუდის არაბეთს ბურთის ფლობის მაღალი მაჩვენებელი (60%) ჰქონდა, თუმცა კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა. არტემ ძიუბამ 71-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახადა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ პირველ და მეოთხე წუთებზე ჩერიშევმა დუბლი შეასრულა, ხოლო პირად აქტივში გოლი ალექსანდრ გოლოვინმაც ჩაიწერა.