სააკაშვილი: „ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა… მთავრობა უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ოლიგარქის თოჯინებით“

სააკაშვილი: „ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა... მთავრობა უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ოლიგარქის თოჯინებით“მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა:
„პითონი კა ცდილობს კანი შეიცვალოს.ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა სახალხო ზეწოლის ქვეშ და ის ემზადება მთავრობის შესაცვლელად. საქარველოს “მთავრობა” აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ოლიგარქის მორიგი (მოსკოვთან შეთანხმებული) თოჯინებით. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება სახალხო ნდობის მქონე მთავრობა, უცხოელი, სასურველია ამერიკელი და ბრიტანელი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში, სახალხო ნდობით აღჭურვილი პროკურორი (შესაძლებელია უცხოელი იურისტის მოწვევა) და ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩატარებული საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის და არა ოლიგარქის მიერ.“- წერს სააკაშვილი.