საბა კვირკველია შესაძლოა ლესტერში გადავიდეს

საბა კვირკველია შესაძლოა ლესტერში გადავიდესმოსკოვის ლოკომოტივის და საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია შესაძლოა ინგლისურ ლესტერში აღმოჩნდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლესტერი მზად არის კვირკველიას ტრანსფერში 17 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ლესტერის მხრიდან ინტერესი თვითონ საბამაც დაადასტურა, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს: ”ეს ყველაფერი სიმართლეა და მომავალ სეზონში შესაძლოა ლესტერის ფეხბურთელი გავხდე, მაგრამ ჯერ ყველაფერი მოლაპარაკებების სტადიაზეა. ვნახოთ რა იქნება მომავალში”–განაცხადა საბა კვირკველიამ.