საირმისკენ მიმავალ გზაზე კლდე ჩამოიშალა

საირმისკენ მიმავალ გზაზე კლდე ჩამოიშალა​ბაღდათი-საირმის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ უდაბნოში გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. მომხდარის გამო, კურორტ საირმესთან დაკავშირება რამდენიმე საათია, შეზღუდულია. ადგილზე გზის სავალი ნაწილის გაფართოების სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს.

„რამ გამოიწვია კლდის ჩამოშლა, უცნობია. შესაძლოა, ეს დღეს მომხდარ მიწისძვრას უკავშირდებოდეს. ამას მოგვიანებით იტყვიან სპეციალისტები. ამ დროისთვის, გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს და მიმოსვლა დაახლოებით ნახევარ საათში აღდგება, დამსვენებლებსა და ადგილობრივებს უპრობლემოდ შეეძლებათ გადაადგილება“, – განუცხადა პირველ არხს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კახა გონგაძემ.