სარფში 50 წლამდე მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

სარფში 50 წლამდე მამაკაცი ზღვაში დაიხრჩოსარფში 50 წლამდე მამაკაცი ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო ბრიგადები არიან მობილიზებული.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.