სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები გაერთიანდება 

საგარეო, ეკონომიკის და კულტურის მინისტრები კი გამოიცვლებიან

სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები გაერთიანდება ცვლილებები მთავრობაში – „კურიერის“ ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანება იგეგმება.
ასევე შესაძლოა ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებიც.
გუშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა, რომ ის რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს და ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.
პრიორიტეტად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მცირე ზომის, მაგრამ ოპერატიული და მოქნილი მთავრობა დაასახელა.
პარალელურად, არაოფიციალურად უკვე დადასტურებულია, რომ ბახტაძის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობაში საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და კულტურის მინისტრები გამოიცვლებიან. შესაძლოა მათ რიცხვს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც დაემატოს.