„საქართველოს მოსახლეობის 5%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს“ 

„საქართველოს მოსახლეობის 5%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს“ გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულ კეთილდღეობის კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს მსოახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

კვლევის მიხედვით, უკიდურესი სიღარიბის ზღვრად 1.25 აშშ დოლარია დღეში მიჩნეული, ოჯახში მცხოვრები თითოეული წევრის დღიური ხარჯი დაახლოებით 3 ლარია, ანუ ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარი.

2015-2017 წლების პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა, შესაბამისად, 2.9, 4.3, და 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ ოჯახების პანელური გამოკითხვაა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს.

კვლევის მეხუთე ეტაპზე შესაბამისი კითხვარები 4697-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით.

კვლევის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, შინამეურნეობების 15.8%, მოსახლეობის 17.5%, ბავშვების 22.1% და პენსიონერთა 13.9% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი ერთ ზრდასრულ პირზე). ზრდა ორწლიან პერიოდში, შესაბამისად: 3.9, 4.2, 6.5 და 3.5 %ია.