ფოთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ფოთში საცხოვრებელი სახლი დაიწვაფოთში, ათონელის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

საგანეგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს.