შსს-მ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო – ”გაცოფებული სპილოსი არ მეშინია!”

შსს-მ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - ”გაცოფებული სპილოსი არ მეშინია!”შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

„შსს გამოძიება დაუწყია, ჩემს მიერ სუსის პროვოკატორ მთვარისა ნავერიანის ცემის ფაქტზე და მევე მთხოვს ვიდეო ჩანაწერებს.

მე კი მოგცემთ ჩანაწერებს, მარა მოქალაქეს თუ ვცემდი და დანაშაულს ჩავდიოდი, იქვე 200 პოლიციელი რომ იდგა და 20 პატრულის ეკიპაჟი თავის სამხრეებით რას შვრებოდნენ?

და 500ზე მეტი მოწმე და ყველა ტელევიზია? ერთი კადრი მაინც არსებობს “ცემის” ან ერთი მოწმე?

სამხარაულის ექსპერტიზის ცნობაც ქონიათ და მაგ აგენტ-პროვოკატორი ჩემამდე ან მერე თუ “აცემინეთ” ვინმეს, არ ვიცი და ცალკე სამხარაულის ექსპერტიზას რო ნდობა აქვს, მაგაზე მაღალი ამინდიზს პროგნოზს აქვს თქვე უბედურებო.

კერეთ, კერეთ საქმეები. ბოლოს ვინ აღმოჩნდება გისოსებს მიღმა, მაგასაც ვნახავთ. 126-ე მუხლის პირველი ნაწილის კი არა, გაცოფებული სპილოსი არ მეშინია, თქვე უდღეურებო“, – წერს გვარამია.