ჩაქვში სატვირთო მანქანა ფერდობზე გადავარდა

ჩაქვში სატვირთო მანქანა ფერდობზე გადავარდაჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატვირთო ავტომობილი ჩაქვის გვირაბთან შემოვლით გზაზე გადაადგილდებოდა, როდესაც ფერდობზე გადმოვარდა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. როგორც შსს–ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.