ცოტნე გამსახურდია – “მამაჩემის ძმაკაცი მოხევე შალვა 8 წელი იჯდა ციხეში, მაგრამ მისი მოკლული მტრის ხსოვნას გულში წმინდად ატარებდა”

ცოტნე გამსახურდია - "მამაჩემის ძმაკაცი მოხევე შალვა 8 წელი იჯდა ციხეში, მაგრამ მისი მოკლული მტრის ხსოვნას გულში წმინდად ატარებდა"ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“გუდაურში სასტიკად ცემეს რუსი პლანერისტი. ასე, ოცი ქართველი დაესია, ურტყეს ხელები, ფეხები, ქვები, ჯოხები… ვიღაც ამბობს ფული და ადგილი ვერ გაიყვესო, ვიღაც აპრავებს – ტერიტორიულ მთლიანობაზე ცუდად ილაპარაკაო…

დათუნა სარალიძე და ლევან დადუნაშვილიც სავარაუდოდ ოცამდე მოზარდმა ცემა და დაჩეხა. როგორც ყოველთვის, აქაც ყველა მხარე სათავისოდ ლაპარაკობს.

რაც უნდა მომხდარიყო იქ, მე ახლა ცოტა სხვა კუთხით მინდა შეგახედოთ ამ ყველაფერს:

მამაჩემის ძმაკაცი იყო მოხევე, შალვა კ. ყოფილი მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი, ვაჟკაცი და დიდი ფიზიკური ძალის კაცია დღესაც. ხევში ყველამ იცოდა მისი ისტორიის შესახებ, თუმც ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა. მამაჩემის თაობაში ასე იყო “საქმის გარჩევა” მიღებული: როდესაც კაცებს კონფლიქტი მოუვიდოდათ, გავიდოდნენ ცალკე და ერთმანეთისთვის უნდა “დაერტყათ”. წილისყრით – ჯერ ერთი მათგანი ურტყამდა, შემდეგ კი, თუ შესაძლებლობა შერჩებოდა, მეორე.

შალვას და ერთ ოს მოჭიდავეს მოუხდათ კონფლიქტი ორჯონიკიძეში. ისიც დიდი ჯანის პატრონი და ვაჟკაცი კაცი ყოფილა. გავიდნენ და პირველი დარტყმის უფლება იმ ოსს ერგო. დაარტყა და წაიქცა შალვა, მაგრამ მალევე წამოდგა და როდესაც თავის წილი დაარტყა, ის ოსი წაიქცა და აღარც წამომდგარა ცოტნე გამსახურდია - "მამაჩემის ძმაკაცი მოხევე შალვა 8 წელი იჯდა ციხეში, მაგრამ მისი მოკლული მტრის ხსოვნას გულში წმინდად ატარებდა"? უძლიერესი დარტყმით თავის ქალა გაუტეხა…

ბავშვი ვიყავი, 12-13 წლის. მახსოვს, თინეიჯერული ზედაპირულობითა და გაუაზრებლობით პირდპირ ვკითხე ის, რაზეც არავინ ლაპარაკობდა: შალვა ძია, როგორ იყო რომ გააგორე ის ოსი-მეთქი? და უცებ, ჩემთვის მოულოდნელად! შავი ღრუბელივით მოექუფრა სახე: არ თქვა მეორედ ეგ, შვილო, ის ვაჟკაცი კაცი იყოო…

მაშინ მივხვდი, რომ ვაჟკაცობა ეროვნებაზე და პიროვნულ შუღლზე მაღლა დგას. ჰო, შალვა რვა წელიწადი იჯდა ციხეში გაუფრთხილებლობით მკვლელობის გულისთვის… მაგრამ მისი მოკლული მტრის ხსოვნას გულში წმინდად ატარებდა.

არასდროს, არსად, არავისთან მიკადრებია, რომ თუნდაც ორ კაცთან ერთად მეცემა ერთი. თუ რამეს ვამეტებ, არ გამითენდეს ხვალინდელი დილა არც მე და არც ჩემს საყვარელ ადამიანებს. საპირისპირო კი ბევრჯერ ყოფილა და ბერჯერ მინახავს. და მაინც არ მტოვებს გაოცება… ვინ არიან ეს შობელძაღლები, საიდან მოვიდნენ?!”