ძლიერი სიცხე საქართველოში – ამირან გამყრელიძე მოსახლეობას აფრთხილებს

ძლიერი სიცხე საქართველოში - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას აფრთხილებსდაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მაღალი ტემპერატურის გამო მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ურჩევს, მოერიდონ მაღალი ტემპერატურის დროს მზეზე სიარულს, განსაკუთრებით ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები.

„მაღალი ტემპერატურის დროს არის ორი საშიშროება, ერთი გახლავთ სითბური ტალღის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე და ზოგადად ზაფხულში მაღალი ტემპერატურის დროს იმატებს რისკი სხვადასხვა ინფექციური დაავადების, რომლებიც ვრცელდება ძირითადად წყლით ან გადამტანი კოღოებით. ამიტომ ვურჩევ მოსახლეობას მაღალი ტემპერატურის დროს შეინარჩუნონ სამუშაო და საცხოვრებელ ადგილზე კომფორტული ტემპერატურა, მოერიდონ თაკარა მზეზე სიარულს, განსაკუთრებით მოხუცები, ბავშვები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნიუპოსტი