“ძმებ ანდოლინებს ერთმანეთისთვის თავები ჰქონდათ მიდებული, როცა ისინი დედამ იპოვა”

"ძმებ ანდოლინებს ერთმანეთისთვის თავები ჰქონდათ მიდებული, როცა ისინი დედამ იპოვა"23 წლის დავით ანდოლინი, რომელიც ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ძმასთან ერთად, უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს, ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში 23 და 22 წლის ძმები – დავით და ლუკა ანდოლინები კომატოზურ მდგომარეობაში 2 დღის წინ მიიყვანეს. ლუკა ანდოლინი სავადმყოფოში გადაყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

არსებული ინფორმაციით, ლუკა ანდოლინის გარდაცვალების მიზეზი ფენტალინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერებაა.

მეზობლების ინფორმაციით, უგონო მდგომარეობაში მყოგი შვილები დედამ აბაზანაში იპოვა. ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფომ თქვა, რომ ახალგაზრდებს ბიო კომა აღენიშნებოდა.

“სახლში დედა და შვილები ცხოვრობდნენ, დედამ იპოვა. პირველი შემთხვევა, იყო, ეტყობა დოზა ვერ განსაზღვრეს. გულის რევა, დუჟი და სისხლი… ექიმმა თქვა, ბიო კომა აღენიშნებათო. ბიჭებს ერთმანეთისისთვის თავები ჰქონდათ მიდებული”- ამბობს მეზობელი.

ნიუპოსტი