„ჯავახეთში მეორე ყარაბაღი მწიფდება“ – რუსი იმპერიალისტის ფიქრები

„ჯავახეთში მეორე ყარაბაღი მწიფდება“ - რუსი იმპერიალისტის ფიქრებიოდიოზური რუსი პოლიტპოლოგი და ჟურნალისტი ალექსანდრე პროხანოვი, რომელიც თავის იმპერიულ ამბიციებზე ღიად საუბრობს და არც მალავს, სომხეთის ახლად არჩეულ პრემიერ მინისტრს ნიკოლ პაშინიანს ეჭვის თვალით უყურებს, და მის პროდასავლურ ორიენტაციაზე რუსულ პრესასთან საუბრობს, როგორც ინტერვიუდან ჩანს, პროხანოვს თბილისსა და ერევანს შორის ნორმალური ურთიერთობებიც აფრთხობს და ის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის დაკარგვით ემუქრება.
„მართალია პაშინიანი რუსეთს მეგობრობას ეფიცება, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ახალი ლიდერის ვექტორი დასავლეთისკენაა მიმართული… იმის გასარკვევად, რა მოლაპარაკებებს აწარმოებდა პაშინიანი თბილისში რეალურად დროა საჭირო… საქართველომ პაშინიანს იქ ჩასვლის უფლება თავისი ნდობის და პატივისცემის ნიშნად მისცეს. ასეთი ვიზიტი მართლაც ნიშნავს, რომ პროამერიკულ საქართველოსა და პრორუსულ სომხეთს შორის ახალი ურთიერთობები იწყება. გამოდის საქართველომ პაშინიანზე უფრო მეტი იცის, ვიდრე მე და თქვენ, საქართველოს ხელმძღვანელობამ პაშინიანის ბეგრაუნდი იცის…
მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს თბილისის შეცდომაა. დიდად არ უნდა ენდოს პაშინიანს. ჯავახეთში სომხურ ნაწილში ისევ შენარჩუნებულია ცენტრიდანული ტენდენციები, სეპარატისტული განწყობები, იქ მართლაც მეორე ყარაბაღი მწიფდება, საქართველომ უკვე იწვნია დაშლის გემო, კიდევ კარგია აჭარა რომ შეინარჩუნეს, მაგრამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგეს, არ გამოვრიცხავ, რომ დიდი გეოსტრატეგიული, მსოფლიო რყევებისას საქართველოს სომხური ნაწილი გამოეყოფა~. -აცხადებს პროხანოვი.