1 მაისიდან დღემდე ზღვაზე 21 ადამიანი დაიხრჩო – სად არიან მაშველები?!

ზაფხულის ცხელი სეზონი უკვე დაიწყო, თუმცა, ზღვაზე მხოლოდ დამსვენებლები არიან, სამაშველო ჯგუფები კი არ ჩანან. ტურისტები ყვებიან, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სამაშველო ჯგუფები არ დაუნახავთ.

მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო სეზონის აქტიურ ფაზა ახლა იწყება, ბოლო სტატისტიკა უკვე საგანგაშოა. ოფიციალური მონაცემებით, 1 მაისიდან დღემდე 21 ადამიანი დაიხრჩო. მიზეზი ხშირად ადგილზე მაშველების არყოფნა იყო.

4 ადამიანი დაიხრჩო წელს ანაკლიის სანაპიროზე. კურიერის გადამღებ ჯგუფს დღეს ყველა სათვალთვალო კოშკურა ცარიელი დახვდა.

სხვა სანაპიროებთან შედარებით უკეთესი მდოგმარეობაა ფოთში. მაშველთა ჯგუფები დილის 10-დან საღამოს 8 საათამდე პატრულირებენ. დამსვენებლები ამბობენ, რომ გუშინ ერთი ახალგაზრდის გადარჩენაც შეძლეს.

ფოთის სანაპიროზე სათვალთვალო ადგილები ყოველ 50 მეტრში დგას. სიტუაციას აკონტროლებენ ხმელეთსა და ზღვიდან, ფოთში მაშველები დადიან ბულვარშიც. სამაშველო ჯგუფების წარმომადგენლები ყვებიან, რომ ხშირად ნასვამი დამსვენებელი მათ არ ემორჩილება.

სამაშველო სამსახური დამსვენებელთა პრეტენზიებს არ იზიარებენ.

საგანგაშო სტატისტიკა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება მთელი ზაფხულის განმავლობაში, სამაშველო ჯგუფები მოუწოდებენ დამსვენებლებს, რომ ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ.

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018