16 წლის მოზარდი ფილარმონიასთან დაჭრეს

16 წლის მოზარდი ფილარმონიასთან დაჭრეს16 წლის მოზარდი ფილარმონიასთან დაჭრეს. ის ინგოროყვას კლინიკაში გუშინ ღამით მიიყვანეს და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

მას დაზიანებები მხრის და ფეხის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

დაპირისპირება მოზარდებს შორის გუშინ, საღამოს, თბილისის ცენტრში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა.

ოფიციალური ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი შუშის ნატეხებით დაჭრეს. ახალგაზრდები ლეო ქიაჩელის ქუჩაზე ერთ-ერთ ბარში იმყოფებოდნენ და იქიდან გამოსვლის შემდეგ დაიწყეს ჩხუბი, რომლის დროსაც დაიჭრა ერთი არასრულწლოვანი.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამ დრომდე სამართალდამცავებს დამნაშავე არ დაუკავებიათ.