17 წლის ბიჭმა ორი პენსიონერი ბარით მოკლა, ერთ-ერთის ცოლი გააუპატიურა და მათთან ერთად დაიძინა

17 წლის ბიჭმა ორი პენსიონერი ბარით მოკლა, ერთ-ერთის ცოლი გააუპატიურა და მათთან ერთად დაიძინამორიგი შემზარავი შემთხვევა მოხდა რუსეთში – ბურიატიაში 17 წლის მოზარდმა ორი პენსიონერი მოკლა, ერთ-ერთის ცხედარი შეურაცხყო და მისი ცოლი გაუპატიურა. შემდეგ ქალი აიძულა ბანკომატიდან ფული მოეხსნა და ალკოჰოლური სასმელი იყიდა. ამის შემდეგ ქალთან ერთად სახლში დაბრუნდა და ორ ცხედართან ერთად დაიძინა. ეს ყველაფერი ერთ ღამეში ჩაიდინა.

გამოძიების თანახმად, დამნაშავე ობოლი ბიჭია , როემლიც არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო ცენტრში იზრდებოდა და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. შემდეგ ის კოლეჯში შევიდა და მეგობრის შეთავაზებით, მის ნათესავთან ცხოვრობდა. დამატებითი ფინანსების მოსაპოვებლად, ის 60 წლის შშმ მეზობელს უვლიდა.

ერთხელაც ის მეზობელთან მივიდა და ზემდეტი ანაზღაურება მოსთხოვა, რაზე მეზობელმა უარი უთხრა, ბიჭმა კი შურისძიება გადაწყვიტა. ღამე , ფანჯრიდან შეიპარა სახლში, თავდაპირველად სახლის მეპატრონე 58 წლის კაცი მოკლა. ბიჭმა მას თავში ბარი ორჯერ ჩაარტყა, შემდეგ გააღვიძა ის შშმ პენსიონერი, რომელსაც უვლიდა და კვლავ მოსთხოვა ფული. შეშინებულმა პენსიონერმა უთხრა, რომ ფული საბანკო ანგარიშზე ჰქონდა. ბიჭმა ბარი მასაც რამდენჯერმე ჩაარტყა და მოკლა.

ამის შემდეგ კი სახლის მეპატრონის 43 წლის ცოლი გააუპატიურა, რომელსაც მეორე სართულზე ეძინა და სახლში მომხდარი ტრაგედიის შესახებ არფერი გაუგია. ძალადობის შემდეგ, მას ზურგზე დანა მიადო და უახლოეს ბანკომატთან წაიყვანა, ფული გამოატანინა და ალკოჰოლი იყიდა, რომლის დალევა ქალსაც აიძულა.

შემდეგ სახლში დაბრუნდენ და მთვრალ ბიჭს ჩაეძინა. გონება დაკარგა ქალმა.

შემზარავი სცენა იმ სახლის მეპატრონემ ნახა, სადაც ბიჭი ცხოვრობდა.

ის მეზობელთან მივიდა რათა ეკითხა, ხომ არ უნახავას ბიჭი, რადგან ღამე სახლში არ მისულა. სახლში შესული და საზარელი სურათის მომსწრე გახდა. ქალმა პოლიციასა და სასწრაფოში დარეკა.

ბიჭი მაშინვე დააკავეს.

ის სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია.

ნიუპოსტი