25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ წინასწარი გამოძიების ვადა გააგრძელა

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ წინასწარი გამოძიების ვადა გააგრძელა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 6 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს გამოძიების ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა. გარდა ამისა, სასამართლომ ასევე მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძისა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ თეიმურაზ ბაქრაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებაც გადასინჯა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვეფხია ბაქრაძის ადვოკატმა, ლევან მარსაგიშვილმა განუცხადა, ის ბრალდებულისთვის ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბაქრაძე პატიმრობაში დატოვა. ადვოკატს არ დაუკონკრეტებია, ითხოვდა თუ არა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას.
წინასწარი გამოძიების ვადის გაგრძელებაზე, პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს დაინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, 25 წლის გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალს დაუმძიმებენ და დამატებით ოჯახური დანაშაულის ჩადენის მუხლითაც წაუყენებენ ბრალს.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.
გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თაკოს სიკვდილი არ ანაღვლებდა… იცოდა მკვლელი პრობლემებს შეუქმნიდა“ – რა ეჭვები აქვს სიძეზე ბარნოვზე მოკლული გოგოს მამას

“ბავშვს უთქვამს, დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო” – თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის ახალი დეტალები

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018